საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.
საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო, საპარლამენტთაშორისო, თავდაცვის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებს.