2022 წლის 6 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან - 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.