30 აგვისტო 2022
2022 წლის 30 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო ბლედის სტრატეგიულ ფორუმში. საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - ‘The Rule of Power or the Power of Rules’ სლოვენიაში,ქ. ბლედში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.