2022 წლის 2 სექტემბერს განახლდა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომები, რომელზეც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 14 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს.