2022 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს - ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი, ალექსანდარ მაშკოვიჩი.