ინფორმაცია „ელკანოს“ სამეფო ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართული ღონისძიების შესახებ
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის წამყვანი პოლიტიკური კვლევითი ცენტრის, „ელკანოს“ სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - „საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზა მომავალი გაფართოების კონტექსტში“, მინისტრის მოადგილე მთავარი გამომსვლელის რანგში იყო მიწვეული. შეხვედრა კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჩარლზ პაუელის მოდერაციით გაიმართა.