მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.
