Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სამინისტროს განცხადებები

საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა  მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას.

საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას.

🇬🇪🇻🇦30 მაისს, საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ზოგად საკითხებში, მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას. 📜 სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, რომ მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.
 საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა 

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა 

2025 წლის 14 მაისს, თბილისში, გაიმართა მორიგი საკონსულო კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, საკონსულო დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო

რუსული ავიაკომპანიის  მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ,  წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის,  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია. 
ერთობლივი პრესრელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

ერთობლივი პრესრელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

2025 წლის 17 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის,  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით

2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
კონფერენცია - "აღმოსავლეთის სულიერება"

კონფერენცია - "აღმოსავლეთის სულიერება"

22 იანვარს, პაპ ფრანცისკეს მიერ გამოცხადებული საიუბილეო წლის ფარგლებში, საერთაშორისო ასოციაციის „carità politica”-ს ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - „აღმოსავლეთის სულიერება“.
მალტის სუვერენული სამხედრო  ორდენის დიდი მაგისტრის, ფრა ჯონ დანლაპის ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა ორდენთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან

მალტის სუვერენული სამხედრო  ორდენის დიდი მაგისტრის, ფრა ჯონ დანლაპის ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა ორდენთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან

🇬🇪 2025 წლის 10 იანვარს, გაიმართა მალტის სუვერენული სამხედრო  ორდენის დიდი მაგისტრის, ფრა ჯონ დანლაპის ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა ორდენთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.
ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება კინოთეატრში ,,Cinema Farnese’’

ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება კინოთეატრში ,,Cinema Farnese’’

2024 წლის 14 ნოემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრში ,,Cinema Farnese’’, ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება გაიმართა.
ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ ᲟᲔᲜᲔᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲘᲡ 62-Ე ᲠᲐᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ ᲟᲔᲜᲔᲕᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲛᲝᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲔᲑᲔᲑᲘᲡ 62-Ე ᲠᲐᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ

2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.