Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი

მაკა ბოჭორიშვილი

2024 წლის 1 დეკემბრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 15 აგვისტოს, საქართველოში, ქალაქ თბილისში.

პროფესიული გამოცდილება

2020 წლიდან 2024 წლამდე იყო მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, ეკავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა; იყო საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი; ხელმძღვანელობდა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (EU-Georgia PAC) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (EURONEST PA) საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციებს; იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი

2020 წლიდან დღემდე არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

1999 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის:

2018 - 2020 წლებში იყო ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

2015 - 2018 წლებში იყო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო  და ევროპის  უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და საქმეთა დროებითი რწმუნებული; 

2014 - 2015 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა; 

2010 - 2014 წლებში იყო ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი; 

2009 - 2010 წლებში ეკავა ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 

2005 - 2009 წლებში იყო ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მეორე მდივანი; 

1999 - 2005 წლებში იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობას.

2000 - 2005 წლებში იყო ლექტორი საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში.

განათლება

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართული დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2007 - 2008 სწავლობდა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის ევროპული კვლევითი ცენტრის (CERIS) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. 

ჯილდოები

მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი. 

 

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს ერთი შვილი.

მინისტრის მოადგილეები