საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე გამოცხადდა ღია კონკურსი.
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( https://vacancy.hr.gov.ge/ ) საშუალებით შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე:
• დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ვიზიტების და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97698?active=1
• ევროპის საქმეთა დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97697?active=1
• გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის აშშ-ს სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97699?active=1
• გლობალურ საკითხთა დირექტორატის ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97701?active=1
• უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97702?active=1
• უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97705?active=1
• საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს ატაშე;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97707?active=1
• საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობათა სამმართველოს ატაშე.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/97709?active=1
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, ღია კონკურსის ეტაპებსა და ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საკონკურსო განაცხადებში.