საქართველოს თავმჯდომარეობით BSEC-ის მინისტერიალის 52-ე სხდომა გაიმართა
2026 წლის 15 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 52-ე სხდომა გაიმართა (ვიდეოკონფერენციის ფორმატში). აღნიშნული ღონისძიებით, საქართველომ BSEC-ში ექვსთვიანი თავმჯდომარეობა დაასრულა.