დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1994 წლის 12 ივლისს.
უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში მონაწილეობით და საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სხვადასხვა მიმართულებით.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო