Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

იტალიის რესპუბლიკა

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. მილანში

საკონსულო განყოფილება

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიას შორის დამყარდა 1992 წლის 11 მაისს. 1994 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში. 2000 წელს საქართველოში გაიხსნა იტალიის რესპუბლიკის საელჩო.

თანამშრომლობის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოსა და იტალიას აკავშირებთ ისტორიულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით.

დინამიურია მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან: 2023 წელს იტალიას ოფიციალური ვიზიტებით ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი. 2022 წელს შედგა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში, ხოლო 2018 წელს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია იტალიის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან და ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად.

ამასთან, ხშირია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიელ კოლეგებთან შეხვედრები, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში.

წარმატებულია ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაც. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ამ კუთხით, იტალია მონაწილეობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული ურთიერთობები და საკმაოდ დინამიურია საპარლამენტო ვიზიტების ურთიერთგაცვლა. საქართველოს პარლამენტში მოქმედებს იტალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. იტალიის პარლამენტში ასევე ჩამოყალიბებულია საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.

საქართველოსა და იტალიას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის, ფისკალური პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის, განათლებისა და კულტურის დარგებში.

მაღალი დონის დიალოგი

2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოეწერეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

დიალოგის მიზანია უკვე არსებული ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.

დარგობრივი თანამშრომლობა

წარმატებულია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2014 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც გულისხმობს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით (სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლების საკითხები).

პერიოდულად იმართება იტალიურ-ქართული ეკონომიკური და ბიზნეს-ფორუმები. პერსპექტიულ და პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს სამშენებლო, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგები.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები, საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს განათლება მიიღონ იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის ინტენსიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

თბილისში დაარსებულიადანტე ალიგიერის საზოგადოება“, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. ამასთან, ფუნქციონირებს დაწყებითი და საშუალო განათლების სკოლაცისკარი“, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ იტალიური ენა, როგორც პირველი უცხო ენა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, მრავალი კულტურული პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და არქეოლოგიის სფეროში. გაიმართა არაერთი კონცერტი, გამოფენა, ფილმების ჩვენება, როგორც იტალიის სხვადასხვა ქალაქში, ისე თბილისში; ჩატარდა კონფერენციები სხვადასხვა თემაზე. საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში - „ვენეციის ბიენალე“.

2010 წლის აპრილში, რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, მსოფლიო მოღვაწეთა ხეივანში, გოეთეს, დანტეს, დიუმას და შექსპირის ქანდაკებების გვერდით დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი.

დოკუმენტები

    დაკავშირებული სიახლეები

    ილია დარჩიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა

    ილია დარჩიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა

    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იტალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციებისა და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

     ილია დარჩიაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა 

    ილია დარჩიაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა 

    2023 წლის 5 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ედმონდო ჩირიელისთან, რომელიც საქართველოში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის ფარგლებში იმყოფებოდა. 

    ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

    ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

    2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.

    ილია დარჩიაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    ილია დარჩიაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    2023 წლის 20 აპრილს, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი  ქართული დიასპორული ორგანიზაციების  ხელმძღვანელებსა და წევრებს  შეხვდა.

    ილია დარჩიაშვილი ქ. რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

    ილია დარჩიაშვილი ქ. რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

    2023 წლის 20 აპრილს იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას “სამოთხის შეხება” დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო  კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის ნამუშევრებ

    საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმნენ

    საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმნენ

    იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან.  შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია.

     საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ

    საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ

    2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

    მიმდინარე წლის 23-27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის რესპუბლიკაში, სიცილიის რეგიონში.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იტალიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იტალიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

    2023 წლის 2 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ იტალიელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და საქართველო-იტალიის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

    თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო კონფერენციაში "Security and Defence Days - 2023".

    თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "Security and Defence Days - 2023".

    იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო დე გასპერის ფონდისა და ვილფრიდ მარტენსის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაში "Security and Defence Days - 2023".