სატელეფონო კონსულტაცია საკონსულო სამსახურში წარმოებს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ ნომერზე +371 67213136 (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენების დღეებისა). მოქალაქეთა მიღება საკონსულო სამსახურში ხორციელდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს.
2004-2007 წლებში ლატვიის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდებოდა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.
2007 წელს ლატვიის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.
2004-2006 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლატვიის საელჩოს მიერ.
2006 წელს საქართველოში გაიხსნა ლატვიის რესპუბლიკის საელჩო.