Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

Department of Human Resources Management

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება;

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის,
სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების ბრძანების პროექტის მომზადება;

დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;

დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; 

სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა/წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

  • სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა;
  • დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
  • დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაციის გეგმისა და როტაციის სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება;
  • დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემისშექმნა;
  • დიპლომატიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და მისი სათანადო დონეზე წარმართვისა და რეზერვის წარმოების ორგანიზება; 
  • სამინისტროს თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს თანამშრომელთა საპენსიო საბუთების გაფორმება.
  • უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და დიპლომატიურ წარმომადეგნლობებში როტაციის წესით მიმავალ პირთა ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერის შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
  •  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სტაჟირების მასალების მომზადება;
  • მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
  • დიპლომატიური სამსახურის რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რეზერვიდან კანდიდატთა შერჩევისა და რეზერვიდან დანიშვნის მასალების მომზადება;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ცნობების აღრიცხვა;
  • სამინისტროში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დირექტორი

Irma Kevkhishvili

Head of Department