საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა;
ბ) ნატოში საქართველოს მისიასთან, საქართველოში ნატოს ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში;
გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ე) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ
შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
თ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში და ასევე საერთაშორისო სხვა ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობის გაზრდა.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის/განმტკიცების მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში არსებული საკითხებისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში ქვეყნის აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ძალისხმევების განხორციელება;
ბ)კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისათვის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირების გზით საარჩევნო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის სასაუბროების, საინფორმაციო მასალის მომზადება და მათში მონაწილეობა;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის გათვალისწინებით, კომპეტენციისამებრ, მათი შესაბამისი ინფორმაციითა და გზავნილებით უზრუნველყოფა.