Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

Department of International Organisations

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში და  ასევე საერთაშორისო სხვა ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობის გაზრდა.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის/განმტკიცების მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში არსებული საკითხებისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში ქვეყნის აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ძალისხმევების განხორციელება;

ბ)კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისათვის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების  გატარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) საერთაშორისო   ორგანიზაციებში   საქართველოს   წარმომადგენლობითობის   გაზრდის მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირების გზით საარჩევნო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; 

ე) შეხვედრებისა  და ღონისძიებებისათვის სასაუბროების, საინფორმაციო მასალის მომზადება და მათში მონაწილეობა;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის გათვალისწინებით, კომპეტენციისამებრ, მათი შესაბამისი ინფორმაციითა და გზავნილებით უზრუნველყოფა.

დირექტორი

Shalva Tsiskarashvili

Head of Department