Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

Security Policy and Euro-Atlantic Integration Department

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა

  • საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • კონცეპტუალურ-სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა;

ბ) ნატოში საქართველოს მისიასთან, საქართველოში ნატოს ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში;

გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;

დ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია;

ე) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ 
შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

თ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა.

Departments

NATO Division
Division of inter-agency coordination