საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
ა) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთოებების განვითარება;
ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა;
გ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება;
დ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
ე) საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
ზ) დიასპორასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება;
თ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.