Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. 

ამის შესახებ აღინიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰო მარტინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის  შეხვედრის დროს.  

მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სამუშაოებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. 

ირლანდიური მხარის ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურ იმპლემენტაციის პროცესი.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები