Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2023 წლის 18 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუმინელ კოლეგას- ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა. 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო,მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას. 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა  შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.

ასევე აღინიშნა გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა.

ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები