Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 

ხაზი გაესვა მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების აუცილებლობას და განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში  ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

საუბარი ასევე შეეხო, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ.

დანართები

    მსგავსი სიახლეები