Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

ირლანდიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის სპიკერს, შონ ო'ფარელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ირლანდიასა და საქართველოს ჩამოყალიბებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განსაკუთრებით მიესალმნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებულ დინამიკას.
 
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის საკითხზე. ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის ძალისხმევაზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირლანდიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. მიმოხილული იქნა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები, ევროკავშირის როლი მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების შესაძლებლობები.
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები