Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს.

შეხვედრაზე, რომელიც რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის შედგა, ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერისათვის, რისი მკაფიო გამოხატულებაა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები საქართველოში კონფლიქტის შესახებ.

„საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრს, აქვს სრული მზაობა აქტიურად და კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი ევროპის საბჭოსთან  და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვით,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა, ხატია წილოსანმა.

გენერალურმა მდივანმა საქართველოს ელჩს დაუდასტურა ევროპის საბჭოსა და მისი პირადი მზაობა საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერებისთვის. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები