2026 წლის 30 იანვარს, თბილისში, საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კატარის სახელმწიფოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, აჰმად ჰასენ ალ-ჰამადი.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის ორმხრივი დიალოგის შემდგომი განვითარების და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი გააქტიურების შესაძლებლობებს.
კონსულტაციების ფარგლებში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა და შეთანხმდნენ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციების დოჰაში გამართვის საკითხზე.