საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.