Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები