Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 27 აგვისტოს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა დაადასტურა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებაში.

ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები