Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს 

2025 წლის 5 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, კვიპროსის რესპუბლიკის, კამბოჯის სამეფოს, ტაჯიკეთის რესპუბლიკისა და გვატემალის რესპუბლიკის  არარეზიდენტმა ელჩებმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ელჩებთან, მიულოცა მათ დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.


შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა  დაადასტურეს მზადყოფნა, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.  

საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები ასევე გადასცეს მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები