Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში



19.07.2018 კაბო ვერდე - საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების XII კონფერენციაში, რომელიც 17-18 ივლისს კაბო ვერდეში, ქ. სანტა მარიაში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგანგებო დავალებათა ელჩი, შალვა ცისკარაშვილი და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს წარმომადგენელი CPLP-ში, რევაზ ბეშიძე. აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანებულია ასოცირებული დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით 2014 წლიდან.


სამიტში მონაწილეობა მიიღეს პორტუგალიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ბრაზილიის, მოზამბიკის, გვინეა ბისაუს, კაბო ვერდეს, სან-ტომე და პრინსიპეს, ეკვატორული გვინეის, ანგოლის პრეზიდენტებმა და აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამიტის შედეგად მიღებული იქნა სანტა მარიას დეკლარაცია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან, კაბო ვერდეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სან ტომე და პრინსიპეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან და ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან.

შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორგანიზაციასთან (CPLP), ლუზოფონურ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები. ამასთან, განხილვის თემას წარმოადგენდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრების დროს დელეგაციებმა დააფიქსირეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების მზადყოფნა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.









დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები