Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და არიან უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები.

კონკურსში გამარჯვებულები სტაჟირების გავლას შეძლებენ  შემდეგ დიპლომატიურ მისიებში:

* საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში;
* საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში;
* საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;
* საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში;
* საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში;
* საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში;
* საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში;
* საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში;
* საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში;
* საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში;
* საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში;
* საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში;
* საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში;
* საქართველოს საელჩო კანადაში;
* საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან;
* საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში;
* ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა;
* გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 8 ნოემბერი.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები