Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

ვიზიტის  ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ერთობლივ დეკლარაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. 
 
საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ილია დარჩიაშვილმა მოაწერა, ხოლო ისრაელის მხრიდან, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ნირ ბარკატმა.
 
ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრის შეხვედრა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
 
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელელ კოლეგას/კოლეგა მინისტრს, ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს.
 
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.  საგარეო საქმეთა მინისტრი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები