2023 წლის 27 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ედიტე მედნესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მინისტრის მოადგილემ ლატვიის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მინისტრის მოადგილემ და ლატვიის ელჩმა ასევე განიხილეს დღის წესრიგის სხვა აქტუალური საკითხები.