Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის სენატის (პარალმენტის ზედა პალატა) თავმჯდომარეს, ჯერი ბუტიმერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოსა და ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოთა  თანამშრომლობის მაღალი დინამიკა.

ილია დარჩიაშვილი მიესალმა ირლანდიის პარლამენტის კონსოლიდირებულ მიდგომას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისადმი, რაც ნათლად დაფიქსირდა სხვადასხვა მხარდამჭერ რეზოლუციასა თუ საპარლამენტო მოსმენაზე. შეხვედრაზე ირლანდიის სენატის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ირლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა გაუზიარონ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საკუთარი გამოცდილება. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის სენატის თავმჯდომარესა და სენატის წევრებს გააცნო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებული პროგრესი. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გეოპოლიტუკური მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული და ასახული ევროკომისიის ანგარიშში. შეხვედრას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები. საუბრისას  აღინიშნა ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, სენატორმა ვილსონმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ  ირლანდიელი პარლამენტარები  მხარს უჭერენ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის, ეკონომიკისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ირლანდიაში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ირლანდიის კულტურული მრავალფეროვნებისა და ქვეყნების დაახლოების პროცესში. აგრეთვე შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს  რეგიონში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილმა ჯერი ბუტიმერს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის და გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები