Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. 

შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. ასევე ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვას მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.   

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით.

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს  და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვას მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. 

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების  და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა. 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები