Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც ესპანეთის სამეფოში, ქ.სევილიაში იმართება. 

მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრო კონფერენციის გახსნით სესიას. ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთის მეფემ ფილიპე VI-მ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და სხვა მაღალი დონის სტუმრებმა მიმართეს. აღინიშნა, რომ  გლობალური განვითარების მიზნების ეფექტიანი შესრულებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური სისტემების ადაპტირება და არსებული დეფიციტის შემცირება, რისკენაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონფერენციის ფარგლებში მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, რა დროსაც ისაუბრებს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მზაობაზე, ასევე, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში საქართველოს მზარდ როლზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები