Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ პაოლო ჯენტილონის შეხვდა

ქ.სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონისთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მინისტრმა ევროკომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. 

ამასთან, აღინიშნა, რომ რეფორმების გატარების პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. 

ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას და მის მნიშვნელობას საქართველოს და ქვეყნის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის, დადებითად შეფასდა შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის აუცილებლობას და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროპის ერთიან ბაზარზე საქართველოს სრული ინტეგრაციის მნიშვნელობას. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები