Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2025 წლის 10 აპრილს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში კანადის ელჩს (რეზიდენციით თურქეთი, ქ. ანკარა), კევინ ჰამილტონს შორის. 
შეხვედრაზე მხარეებმა კანადისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, კევინ ჰამილტონმა კვლავ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. 

მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები