Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა დუბლინის ლორდ-მერთან თბილისსა და დუბლინს შორის კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა 

 

ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დუბლინის ლორდ-მერ  დოჰი დე როისტის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ თბილისისა და დუბლინის წარმატებულ პარტნიორობას, რაც ორი ქალაქის დაძმობილებაში გამოიხატა და განიხილეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.

მათ ისაუბრეს ორ ისტორიულ ქალაქს შორის  გამოცდილების გაზიარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა, ისტორიული უბნების განვითარება, ეკოლოგია და ა.შ. მათ შორის, დუბლინის ლორდ მერი დაინტერესდა საქართველოში არსებული ეფექტიანი სამოქალაქო სერვისებით, მოქალაქეთა ერთი ფანჯრის მომსახურების პრინციპით და აღნიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო იქნება თანამშრომლობა თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს აქტიური მონაწილეობა წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ მწვანე კვირეულში, რომელიც ირლანდიის ინიციატივით მთელ მსოფლიოში იმართება და დამატებით როლს თამაშობს საქართველოსა და ირლანდიის დაახლოების კუთხით. შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დოჰი დე როისტი თბილისში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები