Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

2026 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაეროს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის  ორგანიზაციის რეფორმა, რომელიც გენერალური მდივნის „UN80 ინიციატივის“ ფარგლებში ხორციელდება. 

მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებები და მათთან დაკავშირებით საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები