Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

იაპონიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ეწვია

2023 წლის 1 აგვისტოს, იაპონიის საპარლამენტო დელეგაცია, იაპონიის წარმომადგენლობითი პალატის მუდმივი კომიტეტის თავჯდომარის ჰიდეო ონიშის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია.

 ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თეიმურაზ ჯანჯალიასთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ, ისე, მრავალმხრივ ფორმატებში.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, ამ მხრივ კი განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოსა და იაპონიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობა.

აქცენტი გაკეთდა ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და არსებული პოტენციალის სრულიად ათვისების მნიშვნელობაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები