Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა 

2023 წლის 22 ივნისს ქ. ერევანში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო სომხეთის დელეგაციას - სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი. 

კონსულტაციებზე განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვას. აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით და საქართველოს მზადყოფნა ხელი შეუწყოს ამ პროცესებს. ხაზი გაესვა რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობასა და დიპლომატიური ძალისხმევის როლს. 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომის მომზადების საკითხები.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები