Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა



2.11.2016 ქ. ბრაზილია - ბრაზილიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა 2016 წლის 1 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრები გამართა აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ბრაზილიის ეროვნული სენატის, ბრაზილია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, სენატორ აოუზიო ნუსესთან და სენატორ ანტონიო ანასტასიასთან, ასევე ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების (სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბია, გაიანა, პერუ) დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

აღმოსავლეთ ტიმორის, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები, კერძოდ, აღინიშნა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ორგანიზაციაში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მნიშვნელობას.

ბრაზილიელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. დავით ზალკალიანმა სენატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.

გადაფარვის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩებს რეგიონში არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ოქტომბრის თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობას. დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს საქართველოსთან სტაბილური და პარტნიორული თანამშრომლობის პოლიტიკის გაძლიერების მზადყოფნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრების XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც საქართველოს 2014 წლიდან ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.


დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები