Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. 
შეხვედრა ქ. ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთაგან ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 90-იან წლებში ჩამოვიდა. 
მინისტრმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მან ასევე ისაუბრა არგენტინაში განხორციელებულ ვიზიტზე და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის განვითარებაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები