Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა.

ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის. წლების განმავლობაში იგი ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. 

ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში  გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში,  2017-2022  წლებში  - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო  2012-2017 წლებში -   შვეიცარიის კონფედერაციაში. 

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.

ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

დანართები

    მსგავსი სიახლეები