საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.