Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

დანართები

    მსგავსი სიახლეები