Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი დევიდ მაკალისტერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი,  ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას, ხელისუფლების მიერ ევროკომისიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

აღინიშნა ამ პროცესში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ევროპარლამენტის განგრძობით მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. ასევე, მინისტრმა ევროპარლამენტის წევრს  მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები