Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ილია დარჩიაშვილი შეხვდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ანტონიო ტაიანის. 

ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი ხელს მოაწერენ იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ინიცირების შესახებ დეკლარაციას, ასევე საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას (2023-2027 წლებში).

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები