Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა - მაკა ბოჭორიშვილი

 “დღეს  ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.“, -  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მალტაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ნაწილების  - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის -  უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ კვლავ არ სრულდება 2008 წლის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე. 

„საქართველო აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება აქტიურად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები